ვოლოდიმირ ზელენსკი: აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი NATO-ს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში ვიდეოფორმატის რეჟიმში მონაწილეობს. დღეს მან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და განაცხადა, რომ  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს: 

„გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში"  - მიმართა ზელენსკიმ NATO-ს სამიტის მონაწილეებს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  NATO-მ უნდა აჩვენოს თუ რის გაკეთება შეუძლია ალიანსს. „გვაჩვენეთ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი გაერთიანებაა. მსოფლიო და უკრაინა ელოდება რეალურ ქმედებებსა და უსაფრთხოების გარანტიებს,“- განაცხადა ზელენსკიმ. 

ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.  

ასევე წაიკითხეთ 

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა

იენს სტოლტენბერგი: ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ 

NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს